მიღებული ნივთის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია 3 დღის ვადაში, მხოლოდ ტექნიკური წუნის და სხვა დეფექტების არსებობის შემთხვევაში, ხოლო თუ ტექნიკური წუნი არ არსებობს, ყველა გაყიდვა საბოლოოა. ასევე ყველა გაყიდვა საბოლოოა ცვეთად პროდუქციაზე როგორიცაა მაუსპადი, მაუსის გლაიდ სტიკერები, გრიპები და ა.შ. თუ ზემოთ აღნიშნული ვადა ამოწურულია, ჩვენ ვერ შემოგთავაზებთ თანხის დაბრუნებას ან გაცვლას. უკან დაბრუნებული პროდუქცია უნდა იყოს ორიგინალურ შეფუთვაში, გამოუყენებელ ან გაუხსნელ მდგომარეობაში.

მომხმარებელს უფლება აქვს ნივთის ჩაბარებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში დააფიქსიროს მოთხოვნა შეძენილი ნივთის უკან დაბრუნების თაობაზე. ვადა აითვლება მომხმარებლისთვის ნივთის მფლობელობაში გადაცემის მომენტიდან. ამ ვადის გასვლასთან ერთად,მომხმარებელი კარგავს ნივთის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლებას. აღნიშნული მოთხოვნის სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია მოთხოვნა გადმოგზავნოს შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@essent.ge

essent.ge -ზე განთავსებულ ყველა იმ პროდუქციას რასაც ბრენდის კატეგორიაში არ აქვს მითითებული ‘E$$ENT’ აქვს იმავე ბრენდის გარანტია, რაც ბრენდის კატეგორიაში აქვს მითითებული. შესაბამისად ჩვენ გთავაზობთ შეზღუდულ გარანტიას. ეს წესი დროებითია, სულ მალე საიტზე განთავსებულ ნებისმიერ პროდუქციას ექნება ოფიციალური E$$ENT -ის გარანტია 

• იმ შემთხვევაში, თუ შეკვეთაში შემავალი პროდუქტი ან პროდუქტის კომპონენტი მიიღეთ არასწორად, ნივთს გააჩნია ქარხნული წუნი ან ნივთი დაზიანებულია ტრანსპორტირების შედეგად, პროდუქციის უკან დაბრუნებას E$$ENT  უზრუნველყოფს თავისი რესურსით.

• მომხმარებელი ვალდებულია სრულად დააბრუნოს ნივთი აბსოლიტურად ყველა თანდართულ დოკუმენტთან ერთად. წინააღმდეგ შემთხვევაში ნივთის ან თანხის დაბრუნება არ ხდება.

• უკან დაბრუნებული ნივთი უნდა იყოს გაუხსნელ მდგომარეობაში ( არა შეფუთვის არამედ უშუალოდ პროდუქციის ). თუ უკან დაბრუნებულ პროდუქტზე დაფიქსირდება რაიმე ტიპის ფიზიკური გამიზნული დაზიანება, გახსნის მცდელობა და უშუალოდ დაფიქსირდება რომ პროდუქტი იყო გახსნილი, მომხმარებელი უფლებას კარგავს დაბრუნების ან გადაცვლის. მისი გადახდილი თანხა და პროდუქტი უკან არ ბრუნდება!

• შეკვეთის გაუქმება ან შეკვეთის კომპონენტების შეცვლა შესაძლებელია შეკვეთის გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში. ამ ვადის გასვლასთან ერთად მომხმარებელი კარგავს უფლებას რომ შეკვეთა გააუქმოს ან კომპონენტები შეცვალოს. გარდა გამონაკლისებისა, შეკვეთის გასაუქმებლად ან შესაცვლელად დაგვიკავშირდით info@essent.ge ან მოგვწერეთ გვამცნობეთ სოც ქსელებში.

• E$$ENT ვალდებულია ნივთის უკან დაბრუნების შეტყობინების მიღებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უკან დაუბრუნოს მომხმარებელს მის მიერ გადახდილი თანხა ან გადაუცვალოს პროდუქცია იგივე ფასიან, ან იგივე მახასიათებლებიან პროდუქციაში. E$$ENT -ს უფლება აქვს, უარი თქვას თანხის დაბრუნებაზე მანამ, სანამ პროდუქტს არ დაიბრუნებს სრულყოფილ მდგომარეობაში, სრული კომპლექტაციით.

• თანხის ანაზღაურება მოხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე თანხმობას განაცხადებს. ანაზღაურებულ თანხას ექნება საკომისიო: essent.ge -ის ონლაინ გადახდის მეთოდის პროვაიდერის დამატებითი საფასურის გამოკლებულით.

• მომხმარებელს არ აქვს უფლება უკან დააბრუნოს შეკვეთა ან მოითხოვოს თანხის დაბრუნება უშუალოდ ნივთის ჩაბარებამდე, ეს გამოწვეულია იმ მიზეზით რომ საიტზე განთავსებულ თითქმის ყველა პროდუქციას ამზადებს თავად ესენტი, თქვენი შეკვეთი მომენტიდან ესენტის გუნდი ზრუნავს თქვენი შეკვეთის დამზადება, აწყობა თუ შეკერვაზე.

თუ გაქვთ კითხვა: გადაცვლა – დაბრუნებისასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით: info@essent.ge