🔁 ESSENT — დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა 

 

1. ზოგადი პირობები

პროდუქციის დაბრუნება ან გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ ტექნიკური წუნის ან დეფექტის არსებობის შემთხვევაში, პროდუქტის მიღებიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში.

თუ აღნიშნული ვადა ამოწურულია, მოთხოვნა არ განიხილება.


 

2. დაბრუნების მოთხოვნის დაფიქსირება

მომხმარებელი ვალდებულია დაბრუნების ან გადაცვლის მოთხოვნა დააფიქსიროს პროდუქტის მიღებიდან 3 დღის ვადაში შემდეგ ელ-ფოსტაზე:

📩 info@essent.ge

ვადა აითვლება პროდუქტის მომხმარებლისთვის გადაცემის მომენტიდან.


 

3. საბოლოო გაყიდვები 

შემდეგ შემთხვევებში ყველა გაყიდვა საბოლოოა და არ ექვემდებარება დაბრუნებას ან გაცვლას:

  • თუ პროდუქტს არ გააჩნია ტექნიკური წუნი
  • ცვეთადი პროდუქცია, მათ შორის:
    • მაუსპადები
    • მაუსის გლაიდები
    • გრიპები
    • და სხვა მსგავსი პროდუქტები

 

4. დაბრუნების პირობები

დაბრუნებული პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ მოთხოვნას:

  • იყოს გამოუყენებელი მდგომარეობაში
  • იყოს ორიგინალურ შეფუთვაში
  • მოყვებოდეს სრული კომპლექტაცია და დოკუმენტაცია

თუ დაფიქსირდება:

  • პროდუქტის გახსნა
  • გამოყენების კვალი
  • ფიზიკური დაზიანება

👉 ESSENT იტოვებს უფლებას უარი თქვას დაბრუნებაზე ან თანხის ანაზღაურებაზე.


 

5. არასწორი ან დაზიანებული შეკვეთა

თუ მომხმარებელმა მიიღო:

  • არასწორი პროდუქტი
  • ქარხნული წუნის მქონე პროდუქტი
  • ტრანსპორტირებისას დაზიანებული პროდუქტი

👉 ESSENT უზრუნველყოფს დაბრუნებას ან გადაცვლას საკუთარი რესურსით.


 

6. შეკვეთის გაუქმება ან ცვლილება

შეკვეთის გაუქმება ან ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ შეკვეთის გაფორმებიდან 24 საათის განმავლობაში.

ამ ვადის გასვლის შემდეგ:

  • შეკვეთის გაუქმება
  • ან პროდუქტის ცვლილება

👉 აღარ არის შესაძლებელი.

ვადის გასვლის შემდეგ შეკვეთის გაუქმების, შეკვეთის ჩაბარებაზე უარის თქმის, ან არასწორი

ამ ვადის გასვლის შემდეგ:

  • შეკვეთის გაუქმება
  • ან პროდუქტის ცვლილება

ონლაინ, სოც. ქსელებში ან ოპერატორთან გაფორმებული შეკვეთები მოქმედებს განსხვავებული სტანდარტით და ყველა გაფორმებული შეკვეთა საბოლოოა.


 

7. თანხის დაბრუნება / გადაცვლა

დაბრუნების მოთხოვნის დადასტურების შემთხვევაში:

  • ESSENT უზრუნველყოფს თანხის დაბრუნებას ან პროდუქტის გადაცვლას 10 კალენდარული დღის განმავლობაში
  • თანხის დაბრუნება განხორციელდება იმავე გადახდის მეთოდით, რომელიც გამოყენებული იყო შეკვეთისას

ESSENT იტოვებს უფლებას, არ დააბრუნოს თანხა მანამ, სანამ:

  • პროდუქტი არ დაბრუნდება სრულ მდგომარეობაში
  • არ იქნება სრულად კომპლექტირებული

 

8. წინასწარი წარმოება 

ESSENT-ზე განთავსებული პროდუქციის ნაწილი მზადდება შეკვეთის მიღების შემდეგ (custom / წარმოებადი პროდუქცია).

👉 ამის გამო:

  • შეკვეთის გაუქმება ან თანხის დაბრუნება შეუძლებელია პროდუქტის მიწოდებამდე
  • შეკვეთის გაფორმებით მომხმარებელი ადასტურებს აღნიშნულ პირობებს

 

9. გარანტია

  • იმ პროდუქტებზე, რომლებიც არ არის ESSENT ბრენდის, ვრცელდება შესაბამისი ბრენდის გარანტია
  • ESSENT უზრუნველყოფს შეზღუდულ გარანტიას
  • გარანტიის პირობები შეიძლება განსხვავდებოდეს პროდუქტის მიხედვით

 

10. კონტაქტი

დაბრუნებასთან ან გადაცვლასთან დაკავშირებული კითხვების შემთხვევაში:

📩 info@essent.ge