სად ვახორციელებთ მიწოდებას?

მსოფლიო მასშტაბით — ESSENT მიწოდებას მთელ მსოფლიოში ახორციელებს.

მაგრამ, პირველ რიგში სამშობლო — ჩვენი მთავარი აქცენტი კეთდება სწრაფ და საიმედო მიწოდებაზე საქართველოს ფარგლებში.

 

მიწოდების ვადები:

საწყობში არსებული პროდუქცია → 2–3 სამუშაო დღე (საქართველოს ფარგლებში). პირდაპირ თქვენს მისამართზე

ინდივიდუალური შეკვეთა / წინასწარი შეკვეთა (მაგ: ჩვენს მიერ წარმოებული კლავიატურები, ჩვენს მიერ შექმნილი და შეკერილი მაუსპადი და სხვა. / პროდუქტი რომელიც მარაგში არ გვაქვს, შეკვეთა ხდება წინასწარი შეკვეთით) → 10–15 სამუშაო დღე.

ინდივიდუალური ან წინასწარი შეკვეთების პირობები შეცვილილია 2025 წლის 5 ოქტომბრიდან 2026 წლის 10 თებერვლამდე, გთხოვთ გადახედოთ ქვემოთ არსებულ დამატებით ინფორმაციას.

 

მიწოდების ფასები:

მიწოდების ფასი ქალაქებში, სეფლებსა და რაიონებში შეადგენს 10ლ -ს. გამონაკლისების გარდა. მიწოდების ფასს იხდით უშუალოდ კურიერთან, ქეშით ან ადგილზე გადარიცხვით.

ყველა შეკვეთას თვალყურს ვადევნებთ, ვფუთავთ სიფრთხილით, ვამუშავებთ და ვაგზავნით ისე, თითქოს მთავარ ეტაპზე მიდის.

 

მიწოდება საზღვარგარეთ:

მიწოდება საზღვარგარეთ ხდება მხოლოდ მომხმარებელთან შეთანხმებით, თანხმდება ყველა დეტალი, გადამზიდი კომპანია, გადაზიდვის ფასი, რეისი და ა.შ. მომხმარებელს 24/7-ზე აქვს წვდომა მის რეისზე, თრექინგ კოდის მეშვეობით.

ვადები:

საზღვარგარეთ მიწოდების ვადები განსხვავდება, არჩეული გადამზიდი კომპანიის ან სხვა გარემოებების მიხედვით, შესაბამისად საზღვარგარეთ გადაზიდვები არ არის სტაბილურ ვადიანი და შესაძლოა განსხვავდებოდეს ადგილის, დროის ან სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო.

დამატებითი:

გაითვალისწინეთ რომ მიწოდების ვადა შეიძლება შეიცვალოს დასვენებების, დღესასწაულების ან სხვადასხვა გარემოებების გამო. მიწოდების პირობები შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს.

ყურადღება! ამავე მიზეზის გამო, ინდივიდუალური ან წინასწარი შეკვეთების მიწოდების ვადა 2025 წლის 5 ოქტომბრიდან, მანამდე არსებულ ვადას დაემატა 20-23 სამუშაო დღე. წესი იმოქმედებს მხოლოდ 2026 წლის 10 თებერვლამდე. ბოდიშით დიდი მოცდის დროისთვის და გპირდებით მალევე გამოვასწორებთ

ვადების ცვლილელები განსაკუთრებით მოქმედებს ინდივიდუალურ შეკვეთებზე, ინდივიდუალური ან წინასწარი შეკვეთების მიწოდების ვადა შესაძლოა გაიწელოს ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გარდა, საბაჟო ან სხვა პროცედურების გამოც, განუსაზღვრელი დროით.

ამიტომ, ინდივიდუალური ან წინასწარი შეკვეთების ვადების ცვლილებებზე, ასევე შეკვეთის დაგვიანებაზე რაც ამავე მიზეზებით არის გამოწვეული, ყველანაირ ინფორმაცია მოგაწვდით ჩვენს საკონტაქტო მეილზე.