წესები და პირობები

მოცემული წესები და პირობები არეგულირებს “essent.ge”-ს ვებსაიტის გამოყენებას და მისი მეშვეობით პროდუქციის შეძენას. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ჩვენს ვებსაიტზე წვდომით და შესყიდვის განხორციელებით, თქვენ ეთანხმებით რომ ამ წესებს და პირობებს.

სამართლებრივი სუბიექტი:
ვებსაიტი და კომპანია “essent.ge” ეკუთვნის ინდმეწარმე, იურიდიულ პირს დავ -ს (326389312).


ინტელექტუალური საკუთრება

ციფრული:
essent.ge”-ს მთლიანი კონტენტი (სურათები, ლოგოტიპები, ტექსტები, გრაფიკა და სხვა. გარდა იმ კონტენტისა რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ) ეკუთვნის როგორც ბრენდ E$$ENT / ეს$ენტ -ს, ასევე ამავე ბრენდის ფუძემდებელს და გენერალურ დირექტორს, ინდმეწარმე დავ -ს. აკრძალულია მოცემული მასალის ნებისმიერი ფორმით უნებართვო გამოყენება. მსგავს შემთხვევაში ბრენდს და ზემოთ ხსენებულ პიროვნებას უფლება აქვს მიმართოს შესაბამის ზომებს.

პროდუქტები:

ESSENT-ს აქვს ერთადერთი ექსკლუზიური უფლება, გაყიდოს და გაავრცელოს თავისი პროდუქცია საქართველოში მოქმედი ლიცენზიებისა და ავტორიზებული პარტნიორობის საფუძველზე (როგორიც არის custom კლავიატურები, OEM პროექტებით დამზადებული პროდუქცია და ESSENT-ის მიერ დამზადებული სხვა პროდუქციები, მაგ: მაუსპადები, გლაიდები, შუშის პადები და ა.შ.). არცერთ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, არცერთ კომპანიას ან მაღაზიას არ აქვს უფლება გაყიდოს, გაავრცელოს ან ხელახლა გადაყიდოს ESSENT-ის პროდუქცია საქართველოში წერილობითი ნებართვის გარეშე; ნებისმიერი არაავტორიზებული საქმიანობა მკაცრად აკრძალულია, დაცულია ESSENT-ის იურიდიული წარმომადგენლობის მიერ და შეიძლება გამოიწვიოს სამართლებრივი დევნა.

პროდუქციის ხელმისაწვდომობა:
ყველა პროდუქტი, რომელიც წარმოდგენილია ჩვენს მაღაზიაში, ხელმისაწვდომია შესაძენად. პროდუქციის მარაგის ამოწურვის შემთხვევაში, ამ პროდუქტის შეძენა ავტომატურად ხდება წინასწარი შეკვეთით ( იგივე pre order ), ამ ინფორმაციას იღებთ უშუალოდ შესყიდვამდე თქვენს კალათაში,

ფასები და გადახდის მეთოდები:
ფასები ჩვენს პროდუქტებზე შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
გადახდის მეთოდები განსხვავდება და შემუშავებულია ყიდვის პროცესში მეტი კომფორტისთვის.

გადაყიდვის შეზღუდვები:
ყველა ის პროდუქცია რომელის შექმნილია, აწყობილია და მორგებულია E$$ENT -ის მიერ სპეციალურად თქვენთვის, იკრძალება ფიზიკურ პირებზე ან ორგანოებზე გასაყიდად. გახსოვდეს რომ ჩვენი პროდუქცია მორგებულია სპეციალურად შენთვის და არა მარკეტისთვის

მიწოდება:
მიწოდების პროცესი აგებულია დროულ და ეფექტურ სერვისზე. მიუხედავად ამისა, მიწოდების დრო შეიძლება განსხვავდებოდეს თქვენი ლოკაციიდან ან სხვა ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორებიდან გამომდინარე.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი სწორი მისამართის მითითებაზე. ყველა დამატებითი ხარჯი, რაც გამოწვეული იქნება არასწორი მისამართის მოწოდების შემთხვევაში, ეკისრება მყიდველს.

დაბრუნება და გადაცვლა:
ჩვენი მიზანია, რომ თქვენ მოგეწონოთ ჩვენი პროდუქცია. თუ ასე არ არის, გთხოვთ, იხილოთ ჩვენი დაბრუნებისა და გადაცვლის პოლიტიკა დეტალურად. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ პროდუქტს აქვს სპეციფიური დაბრუნების პირობები, როგორიცაა გაუხსნელი შეფუთვა ან გამოუყენებელი მდგომარეობა. ამასთანავე ზოგ პროდუქციაზე ვრცელდება შეზღუდული გარანტია.

შეზღუდვები და ლიმიტები:
ინდმეწარმე არ არის პასუხისმგებელი რაიმე პირდაპირი ან არაპირდაპირი ზიანისთვის, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებსაიტის გამოყენებიდან ან გამოყენების უუნარობიდან.
ასევე, ჩვენ არ ვიღებთ პასუხისმგებლობას ვებსაიტზე განთავსებული ისეთი ინფორმაციისთვის ან პროდუქტის აღწერებისთვის, რომელიც მოწოდებულია მესამე მხარის მიერ.

კონფიდენციალურობა:
ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს პირად მონაცემებს. გთხოვთ, გაეცნოთ ჩვენს კონფიდენციალურობის პოლიტიკას შესაბამის გვერდზე.


მოცემული წესები და პირობები შესაძლოა შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე. მისი პერიოდულად გადახედვა თქვენი პასუხისმგებლობაა. ვებსაიტის გამოყენებითა და პროდუქტების შეძენით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ამ წესებსა და პირობებს.