როგორ შევიძინო სასურველი ნივთი?

ნებისმიერი პროდუქციის შეძენა ძალიან მარტივია

შეარჩიეთ სასურველი პროდუქტი

  1. დააჭირეთ „კალათაში დამატება“ ან „შეძენა“
  2. შეავსეთ თქვენი მონაცემები (მისამართი, ნომერი და სხვა)
  3. დაადასტურეთ შეკვეთა გადახდის გვერდზე გადასვლით
  4. აირჩიეთ სასურველი მეთოდი და დაასრულეთ შეკვეთა

👉 სულ რამდენიმე წუთში თქვენი შეკვეთა დაფიქსირდება და დამუშავება დაიწყება.

💬 თუ პროცესში რაიმე გაუგებარია ან უბრალოდ ასე გსურთ — შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ სოც. ქსელებში და დაგეხმარებით როგორც პროდუქციის შერჩევაში, ასევე იქვე ლაივ რეჟიმში გაგიფორმებთ შეკვეთას.

დიახ, კურიერთან გადახდა ხელმისაწვდომია.

შეკვეთის გაფორმებისას:

  1. შეავსეთ თქვენი მონაცემები
  2. გადახდის ეტაპზე აირჩიეთ „კურიერთან გადახდა“
  3. დაადასტურეთ შეკვეთა

👉 ამის შემდეგ გადახვალთ ცალკე გვერდზე და მიიღებთ დამატებით ინსტრუქციებს და გთხოვთ მიყვეთ ამ ინსტურქციებს.


💡 კურიერთან გადახდა გაძლევთ საშუალებას, გადაიხადოთ პროდუქტის მიღებისას — რაც დამატებით კომფორტსა და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

შეკვეთის სტატუსზე ინფორმაციას მიიღებთ ეტაპობრივად კომუნიკაციის საშუალებით.

შეკვეთის გაფორმების შემდეგ:

  • დამადასტურებელი ქვითარი და ინფორმაცია გამოიგზავნება თქვენს მითითებულ მეილზე
  • სხვა ეტაპებზე და შეკვეთის მიმდინარეობაზე კი ჩვენი ოპერატორები მოგაწვდით ინფორმაციას ჩვენს სოც. ქსელებში
  • საჭიროების შემთხვევაში გაცნობებთ დამატებით დეტალებსაც და დაგიკავშირდებით ტელეფონის ნომერზე
  • ხოლო როგორც კი თქვენი შეკვეთა მზად იქნება, კურიერი დაგიკავშირდებათ ასევე ტელეფონის ნომერზე და შეგიტანხმებთ დროს მისამართზე მიწოდებისთვის.

👉 თქვენ ყოველთვის გეცოდინებათ რა ეტაპზეა თქვენი შეკვეთა.


💬 დამატებით, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვწეროთ და სწრაფად მოგაწვდით განახლებულ ინფორმაციას.

თუ პროდუქტს აქვს მონიშვნა „სწრაფი მიწოდება“, შეკვეთას მიიღებთ 1–4 სამუშაო დღეში.

სხვა პროდუქტებზე (მათ შორის წინასწარი შეკვეთები / Pre-Order) მიწოდების დრო განსხვავდება და მითითებულია შესაბამის პირობებში.

👉 დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ მიწოდების პირობების გვერდზე.


ჩვენს უმეტეს პროდუქციაზე გვაქვს სწრაფი მიწოდება მაგრამ

💡 მიწოდების დრო განსხვავდება პროდუქტის ტიპის მიხედვით, რაც გვაძლევს შესაძლებლობას შემოგთავაზოთ უდიდესი არჩევანი და ხარისხიანი პროდუქცია, რათა სწორად ვმართოთ ჩვენი მარაგები.

ჩვენ ვმუშაობთ პირდაპირ მომწოდებლებთან და ვცდილობთ შევამციროთ დამატებითი შუამავლური ხარჯები. 

👉 ამის შედეგად შეგვიძლია შემოგთავაზოთ იგივე ან უფრო მაღალი ხარისხის პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომ ფასად.


ასევე, ESSENT ორიენტირებულია გრძელვადიან განვითარებაზე —
ჩვენთვის მნიშვნელოვანია მომხმარებლის ნდობა და არა ერთჯერადი მაღალი მოგება.


💡 ეს ნიშნავს, რომ თქვენ იღებთ ხარისხიან პროდუქტს სამართლიან ფასად.

არა. — ESSENT-ზე წარმოდგენილი ყველა პროდუქცია არის ახალი, და ორიგინალი.

ჩვენ ვთანამშრომლობთ სანდო მომწოდებლებთან და თითოეულ პროდუქტს მოყვება შესაბამისი დამადასტურებელი დეტალები, რის გადამოწმებაც მომხმარებელს შეუძლია.

(მაგალითად: Ajazz-ის პროდუქციას პირდაპირ ვიღებთ ოფიციალურ კომპანია Ajazz-ისგან)


💡 ასევე, ჩვენ არ ვმუშაობთ მასობრივ, დაბალი კონტროლის იმპორტზე —
პროდუქცია გადის შერჩევას, რაც უზრუნველყოფს მის მდგომარეობასა და ხარისხს.

ESSENT არ არის მხოლოდ პროდუქციის გამყიდველი — ჩვენ ვქმნით საკუთარ პროდუქტებს.

👉 ვამზადებთ მაუსპადებს, მათ შორის უნიკალური და ქართული დიზაინებით
👉 ვქმნით ქასთომ კლავიატურებს OEM პროექტების ფარგლებში საერთაშორისო პარტნიორებთან 
👉 ვამზადებთ მაუსის გლაიდებს, ქიქეფებს, მაუსის გრიპებს, სვიჩებსაც კი, სხვა კომპანიებთან პარტნიორობით


ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვყიდით უბრალოდ არსებულ პროდუქტებს —
ჩვენ ვმონაწილეობთ მათ შექმნაში, დიზაინსა და განვითარებაში.


💡 სწორედ ეს მიდგომა გვაქცევს ბრენდად —
რომელიც ქმნის გამოცდილებას, და არა უბრალოდ ყიდის პროდუქტს.

ESSENT არ არის უბრალოდ მაღაზია — ჩვენ ვართ ბრენდი, რომელიც ქმნის და ავითარებს საკუთარ პროდუქტებს.

👉 ვქმნით უნიკალურ დიზაინებს და ქასთომ პროდუქტებს
👉 ვურთიერთობთ უშუალოდ ჩვენს მომხმარებლებთან
👉 ვითვალისწინებთ ქომიუნითის აზრს და ვავითარებთ პროდუქტებს ერთად
👉 ჩვენს ხალხთან გვაქვს 1:1ზე კონტაქტი და სწორედ ჩვენი ხალხი ირჩევს შემდეგ კოლექციას, მარაგს თუ სხვას


ჩვენთვის პროდუქტი არ არის უბრალოდ ნივთი —
ის უნდა იყოს გამორჩეული, პერსონალური და რეალურად სასიამოვნო გამოსაყენებლად.


💡 სწორედ ამიტომ ESSENT-ს ირჩევენ ადამიანები, რომლებიც არ კმაყოფილდებიან სტანდარტულით.