📜 ზოგადი წესები და პირობები
1. პროდუქცია და გავრცელების უფლება
ESSENT-ს გააჩნია ექსკლუზიური უფლება საკუთარი პროდუქციის რეალიზაციასა და გავრცელებაზე საქართველოს ტერიტორიაზე.
ESSENT-ის პროდუქციის (მათ შორის custom კლავიატურები, მაუსპადები, გლაიდები და სხვა) გაყიდვა ან გადაყიდვა მესამე პირების მიერ, ESSENT-ის წერილობითი ნებართვის გარეშე, მკაცრად აკრძალულია და ექვემდებარება სამართლებრივ რეაგირებას.
2. ფასები და გადახდა
- პროდუქციის ფასები შეიძლება შეიცვალოს წინასწარი გაფრთხილების გარეშე
- გადახდის მეთოდები წარმოდგენილია შეკვეთის პროცესში და შეიძლება დროთა განმავლობაში შეიცვალოს
- essent.ge -ს აქვს კურიერთან გადახდა, მომხამრებელს შეკვეთის გაფორმებით ენიჭება ვალდებულება რომ კურიერს უპასუხოს, შეკვეთა ჩაიბაროს და მითითებული თანხა გადაიხადოს. წინასწარ შემთხვევაში essent.ge იტოვებს ყფლებას მიმართოს სხვა ზომებს.
📜 მიწოდება და შეკვეთები
3. მიწოდება
მიწოდების დრო საშუალოდ შეადგენს 1-4 სამუშაო დღეს, თუმცა შესაძლოა შეიცვალოს ლოგისტიკური ან სხვა ჩვენგან დამოუკიდებელი ფაქტორების გამო.
სრული მიწოდების პირობები იხილეთ : დააჭირე აქ!!!
4. შეკვეთასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა
მომხმარებელი სრულად პასუხისმგებელია:
- სწორი მისამართის, საკონტაქტო ინფორმაციის ან სხვა ნებისმიერი მონაცემის სიზუსტეზე და მითითებაზე
არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეული:
- შეკვეთის დაგვიანება, ვერ ჩაბარება ან დამატებითი ხარჯები
სრულად ეკისრება მომხმარებელს და არ ექვემდებარება კომპენსაციას ESSENT-ის მხრიდან.
ESSENT-ი არ იღებს პასუხისმგებლობას არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ დაკარგულ შეკვეთებზე.
მსგავსი შემთხვევები არ იქნება ანაზღაურებული ESSENT-ის მხრიდან.
5. დაბრუნება და გადაცვლა
დაბრუნება და გადაცვლა შესაძლებელია მხოლოდ განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
ზოგიერთ პროდუქტზე ვრცელდება დამატებითი შეზღუდვები, მათ შორის:
დეტალური ინფორმაციის მისაღებად: დააჭირე აქ!!!
6. პასუხისმგებლობის შეზღუდვა
ESSENT არ არის პასუხისმგებელი:
- პირდაპირ ან არაპირდაპირ ზიანზე, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ვებსაიტის გამოყენების შედეგად
- მესამე მხარის მიერ მოწოდებულ არაზუსტ ინფორმაციაზე ან პროდუქტის აღწერაზე
7. კონფიდენციალურობა
მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მუშავდება კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად.
დეტალური ინფორმაციის მისაღებად: დააჭირე აქ!!!
8. ცვლილებები
ESSENT იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს შეცვალოს აღნიშნული წესები წინასწარი გაფრთხილების გარეშე.
განახლებული პირობების გაცნობა წარმოადგენს მომხმარებლის პასუხისმგებლობას.
ვებსაიტის გამოყენებითა და შეკვეთის განხორციელებით, მომხმარებელი ადასტურებს, რომ ეთანხმება მოქმედ წესებს.