მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკა ასახავს, თუ როგორ აგროვებს, იყენებს და იცავს essent.ge თქვენს პირად ინფორმაციას. ჩვენ მზად ვართ უზრუნველყოთ თქვენი ინფორმაციის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება და დავიცვათ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონები. ჩვენი ვებსაიტის გამოყენებით და თქვენი პირადი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით ამ პოლიტიკაში აღწერილ პირობებს.
რა ინფორმაციას ვაგროვებთ:
ზოგიერთ ინფორმაციას ჩვენ ვაგროვებთ ავტომატურად, დანარჩენს თქვენ თვითონ გვაწვდით. ჩვენს საიტზე შემოსვლისას, ჩვენს სისტემაში ავტომატურად ფიქსირდება: თქვენი შემოსვლის ზუსტი დრო, IP მისამართი, ვებ ბროუზერი და სხვა ინფორმაცია. რეგისტრაციისას, შეკვეთის გაკეთებისას და/ან მსგავსი ქმედებისას თქვენ თვითონ გვაწვდით თქვენს სახელს, გვარს, მობილურის ნომერი, ელფოსტას და სხვა პირად ინფორმაცის.
როგორ ვიყენებთ შეგროვილ ინფორმაციას:
ჩვენ შეგროვილ ინფორმაციას ვიყენებთ, რომ:
• შევძლოთ თქვენი შეკვეთის მიღება და შეკვეთილი პროდუქციის დროულად მიტანა მითითებულ მისამართზე.
• გავაუმჯობესოთ ჩვენი ვებსაიტი და სერვისები, რათა თქვენთვის უფრო მოსახერხებელი გახდეს ჩვენთან ურთიერთობა.
• გამოგიგზავნოთ შეტყობინებები ელექტრონული ფოსტით თემებზე, რომლებსაც ვფიქრობთ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია.
ინფორმაციის გადაცემა მესამე პირზე
ჩვენ ჩვენი ნებით არ გადავცემთ ინფორმაციას მესამე პირს, გარდა კანონით გათვალისწინებული მოთხოვნებისა. აგრეთვე, ყველა ღონეს ვხმარობთ, რომ შეგროვილი ინფორმაცია შემთხვევით არ ჩავარდეს მესამე პირის ხელში.
თუ გაქვთ კითხვა კონფიდენციალურობის პოლიტიკასთან დაკავშირებით დაგვიკავშირდით.